კლუბები
მოძრაობასთან ასევე მოქალაქეთა ინიციატივის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა საზოგადოებრივი კლუბები, რომლებიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის მიღწევას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
ჯანსაღი ცხოვრების კლუბიახალი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს საყოველთაო დაზღვევა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ჯანსაღი ცხოვრების კლუბის მიზანს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოქალაქეთათვის იმ ცოდნის მიცემა, რითაც შეძლებენ თვითგაჯანსაღება ალტერნატიული საშუალებებით. კლუბის დევიზია „ცხოვრება წამლების გარეშე“. კლუბთან იქმნება სხვადასხვა მიმართულებების ალტერნატიული გამაჯანსაღებელი ჯგუფები (იოგა, აიურვედა), დაწყებულია მუშაობა ქართული ტრადიციული და აღმოსავლურ-დასავლური მეთოდებისა და საშუალებების სინთეზით საკუთარი უნივერსალური გამაჯანსაღებელი მეთოდის შემუშავება და შესაბამისი სკოლის ფორმირება. www.edemi.org - ამ ვებ-გვერდზე თავმოყრილია თუმცა მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც გზადადზა შეივსება, უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი გახდება. |
ახალგაზრდული ტურიზმის კლუბიახალგაზრდა თაობის სიჯანსაღე, მათი ზრუნვა გარემოზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, აზროვნების ჰორიზონტის გაფართოება არის ახალგაზრდული ტურისტული კლუბის მიზანი. ამ მიმართულებას უნდა მიეცეს ფართო სახე და მოიცვას ყველა სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი.
კლუბში მიმდინარეობს მეთოდური მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. ტურისტული მარშრუტების შემუშავება. პერიოდულად მოეწყობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შეკრებები, ფესტივალები, კონკურსები და სხვა. ახალგაზრდული ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მოზარდების ქუჩისგან მოსაწყვეტად. |
ფოტო-კინომოყვარულთა კლუბიამ კლუბში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც ფოტო-კინო გადაღება ხელოვნების რანგში აქვთ აყვანილი, ან ამის სურვილი გააჩნიათ. კლუბი მათ საშუალებას აძლევთ, რომ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, მოაწყონ ერთობლივი ღონისძიებები, დაუმეგობრდნენ უცხოელ კოლეგებს, ისარგებლონ კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სხვა.
კლუბი ორგანიზებას უკეთებს ფოტო გამოფენებს, მოყვარულთა დოკუმენტური და მხატვრული ფილმების კონკურსებს, მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო ღონისძიებებში. |