მოძრაობის შესახებ
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დაფუძნდა 2011 წლის დეკემბერში ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიდიოდა აქ შექმნილ თემატურ ჯგუფებში, ხოლო ბოლო პერიოდში ძირითადად იგი პოლიტიკურ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ხელშემწყობის როლში გამოვიდა. თემატური ჯგუფის წევრები სხვადასხვა რეგიონებში ახლდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ხვდებოდნენ მოსახლეობას და აცნობდნენ „ქართული ოცნების“ მომავლის ხედვას.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ ვერ მოხდა არსებული ინტელექტუალური, ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენება, ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი წავიდა, ვინაიდან ვერ იპოვა თავისი ადგილი და როლი მოძრაობაში, ვერ შეძლო თვითრეალიზება. შედეგად მივიღეთ, რომ თემატური ჯგუფების ექვსასამდე წევრიდან ბოლოს თითზე ჩამოსათვლელნიღა შემორჩნენ.
ბატონმა ბიძინამ მრავალგზის განაცხადა, რომ მისი ადგილი სამოქალაქო საზოგადოებაშია და ერთი სული აქვს, თუ როდის დატოვებს პოლიტიკას, სავარაუდოდ, ეს ორ წელში მოხდება. ცხადია მოძრაობა ამ ორი წლის განმავლობაში უმოქმედოდ ვერ იქნებოდა. ბატონი ბიძინას და საინიციატივო ჯგუფის თანმხვედრი მოსაზრებების კვალობაზე დაიწყო რეორგანიზაცია და იმედია სულ მალე „ქართული ოცნება“ იქცევა მძლავრ სამოქალაქო მოძრაობად.